ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობს
ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობს
11:52 29.06.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში, თავდაცვის მინისტერიალზე დასასწრებად გაემგზავრა. ლევან იზორია მონაწილეობას ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში დაგეგმილ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართავს. თავდაცვის მინისტრი ყურადღებას საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში საქართველოს, როგორც ალიანსის სტრატეგიული და სანდო პარტნიორის, როლზე გაამახვილებს. ასევე, ლევან იზორია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს სამხედრო კონტრიბუციის, სამომავლო გეგმების და ფინანსური ჩართულობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, რაც მიზნად ავღანეთში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის და ალიანსის ერთობლივი ძალისხმევის მხარდაჭერას ისახავს.

ბეჭდვა