ხვალ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნება
ხვალ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნება
19:15 27.06.2012
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ხვალ, ბათუმში სასტუმრო „რედისონ ბლუ”-ში გაიხსნება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა უსაფრთხოება ევროპასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კიბერ უსაფრთხოება, ISAF-ის მისია და სამომავლო გეგმები, ნატო ჩიკაგოს სამიტის შემდეგ, ევროატლანტიკური უსაფრთხოება, მომავალი საფრთხეები და გამოწვევები.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები, ასევე, პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
კონფერენციას 29 ივნისს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ შეუერთდება. ის შეხვედრას გამართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან. კონფერენციის პარალელურად მინისტრს უცხოელ სტუმრებთან ინდივიდუალური შეხვედრებიც ექნება.

ბეჭდვა