ქვეყნის მასშტაბით სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა გრძელდება. ხულოს მუნიციპალიტეტმა სამხედრო
სავალდებულო სამსახურში დღეს 13 წვევამდელი გაიწვია. გაცილებისას, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და სამხედრო სამსახურში წარმატებები უსურვა გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსმა რამინ მეხეშიძემ. წვევამდელები თბილისში სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში ჩაირიცხებიან.
