ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქართველი სამხედროები არ არიან-ინფორმაციას ამის შესახებ
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დილით 08:23 საათზე, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, საწვავმზიდი აფეთქდა, რომელშიც დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა. შემთხვევა ქაბულში, ე.წ. საელჩოების დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, გერმანიის საელჩოს მახლობლად მოხდა. აფეთქების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურეები რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მომხდარის შედეგად ისინი არ დაშავებულან.
