ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს
ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს
16:48 25.05.2017
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოდან ჩატანილი სასკოლო ნივთები ქარაბაქის რაიონის სოფელ ბაგი-ალამის სკოლის მოსწავლეებს გადასცეს.

ავღანეთში, გოგონათა სკოლაში ჰუმანიტარული ოპერაცია ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა პირველად განახორციელეს. ოპერაციაში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ქალი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. ქართველ სამხედროებთან ერთად სკოლაში ამერიკელი ჯარისკაცები და ავღანეთის ეროვნული არმიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში განხორციელებული ჰუმანიტარული ოპერაციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაა.

ბეჭდვა