საველე მომზადების ბანაკ “პალდოში” მსროლელ-ინსტრუქტორთა კურსი დასრულდა
საველე მომზადების ბანაკ “პალდოში” მსროლელ-ინსტრუქტორთა კურსი დასრულდა
22:58 24.05.2017
დანიის სამეფოს შიდა გვარდიის სკოლის წარმომადგენელთა მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის რეზერვისტთა საველე მომზადების ბანაკ “პალდოში” მსროლელ-ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
კურსი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს ეროვნული გვარდიის 20 სამხედრო მოსამსახურე საცეცხლე მომზადების დამოუკიდებლად დაგეგმვის, ჩატარებისა და კონტროლის უნარ-ჩვევებს დაეუფლა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
დანიის სამეფოს შიდა გვარდია საქართველოს ეროვნულ გვარდიას გამოცდილებას 2010 წლიდან უზიარებს. თანამშრომლობის ფარგლებში განახლდა ეროვნული გვარდიის ინფრასტრუქტურა და გადამზადდა პირადი შემადგენლობა.


ბეჭდვა