ილიას უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში ლექცია გაიმართა
ილიას უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში ლექცია გაიმართა
18:13 18.05.2017
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით დამოუკიდებლობის კვირეული ტარდება. კვირეულის ფარგლებში, სალექციო კურსს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი მასპინძლობს.
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და შეიარაღებული ძალების როლზე ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოისმინეს. თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ისტორიის დოქტორი ბექა კობახიძე და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ისტორიის დოქტორი ლაშა ბაქრაძე ახალგაზრდებს საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ამ კონტექსტში შეიარაღებული ძალების როლსა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრნენ. მომხსენებლებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკა და გასაბჭოების პერიოდიც გაიხსენეს.
დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული ისტორიკოსები ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს, თავისუფალი უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უკვე შეხვდნენ და თემაზე - „საქართველოს დამოუკიდებლობა და შეიარაღებული ძალების როლი, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში“ - ლექცია წაუკითხეს.

ბეჭდვა