საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში თადარიგის ოფიცრის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში თადარიგის ოფიცრის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
10:01 13.05.2017
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოლუგანსკოესთან საბრძოლო დავალებისას დაღუპული თადარიგის ოფიცრის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.
1973 წელს დაბადებული დავით სიხარულიძე, 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა.

ბეჭდვა