პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო
ექსპერტები იმყოფებოდნენ.
ექსპერტებს სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საჩხერის სამთო-მომზადების სკოლის მეთაურმა სტუმრებს სკოლის ისტორიისა და ამოცანის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სასწავლო პროცესი გააცნო. SNGP-ის ექსპერტებმა ინფორმაცია სკოლის სამომავლო გეგმების შესახებაც მოისმინეს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა სკოლის ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და საწვრთნელი ტერიტორია დაათვალიერეს.
