IV მექანიზებულ ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
IV მექანიზებულ ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
18:19 10.05.2017
ევროპის დღეების ფარგლებში, ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის, ქალაქ ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა დავითიანისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის IX-XII კლასების მოსწავლეებმა სამხედრო ქვედანაყოფში ერთი დღე გაატარეს. მათ ვაზიანის სამხედრო ბაზის ტექნიკა, ასევე აღჭურვილობა და ათვალიერეს და სიმულაციურ ცენტრსაც ესტუმრნენ.
IV მექანიზებული ბრიგადის S2 დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ნიქაბაძემ მოსწავლეებს სამხედრო ნაწილის ისტორია გააცნო და ბრიგადის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი წარუდგინა. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მასტერ-სერჟანტმა ლევან ჯანგირაშვილმა კი, მოსწავლეებს ლექცია - „ევროკავშირის მისიები და საქართველო“ წარუდგინა. მან ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მოგვიანებით, ახალგაზრდებმა „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.
მოსწავლეების შეიარაღებულ ძალებშის ტუმრობა თავდაცვის სამინისტროსა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით განხორციელდა.

ბეჭდვა