ავღანეთში დისლოცირებულმა ეროვნული გვარდიის ოცეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა. საერთაშორისო
ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ გვარდიელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მედლები გადასცა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მე-4 ოცეული საერთაშორისო მისიაში ოქტომბრის თვიდან ჩაერთო. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა პერიმეტრზე სწრაფი რეაგირება და მაღალი რანგის პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.
