საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის რაიმუნდას კარობლისის
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და ლიტვის დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც, თავდაცვის მინისტრები ლევან იზორია და რაიმუნდას კარობლისი მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
დახვედრის ცერემონია თავდაცვის სამინისტროში 18:50 საათზე დაიწყება.
