ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში დღეს იწყება.
პირველ შეხვედრას კომიტეტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, უწყების ხელმძღვანელთან და გენ-შტაბის უფროსთან გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე პეტრე პაველი ლევან იზორიასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, ასევე, კრწანისის საწვრთნელ ბაზას ეწვევა.
კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშივილსა და პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან.
ხვალ კი ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენალური სესია გაიმართება.
