I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მედლებით დაჯილდოვდა
 I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მედლებით დაჯილდოვდა
13:38 01.03.2017
ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის XI ბატალიონის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მედლებით დაჯილდოვდა.
ქართული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იურგენ ვაითმა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, გენერალ-მაიორმა მარტინ სმიტმა, საშტაბო უზრუნველყოფის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა პიეტრო ტორნაბენმა, ლოგისტიკის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა ედუარდ პენტამ და საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა რიჩარდ კაიზერმა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის ნატოს მედლებით დააჯილდოვეს.
დაჯილდოების ცერემონიალს „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინის ხელმძღვანელი პირები და ბაზაზე მომსახურე კოალიციური ძალების სამხედროები დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული საერთაშორისო მისიაში ოქტომბრის თვიდან მონაწილეობს. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, ასევე ბაზაზე მყოფი მაღალი რანგის პირების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.




ბეჭდვა