თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივანს იენს
სტოლტენბერგს ნატო-საქართველოს სხდომის დაწყებამდე შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მინისტერიალის ფარგლებში, რომელთანაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ტარდება.
იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანიობის მიმართ.
