„დელტა“-ს ხვალ ეუთო-ს ექსპერტები ეწვევიან
„დელტა“-ს ხვალ ეუთო-ს ექსპერტები ეწვევიან
14:26 30.01.2017
ეუთოს დაფინანსებით, „დელტა“-ში ამჟამად პროექტი - „საავიაციო რაკეტებისა და ბომბების გაუვნებელყოფა, გადამუშავება და განადგურება, ფეთქებადი ნივთიერების გამოდნობა საარტილერიო ჭურვებიდან“ მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით, 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, „დელტა“-ს ეუთო-ს ექსპერტები ეწვევიან.
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, „დელტა“ -ს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის სტრატეგიული მიზნები ვადაგასული და ჩამოწერილი საავიაციო ბომბების, ასევე საარტილერიო გასროლებისა და ჭურვების არასანქცირებული გამოყენების, სხვა ქვეყანაში ან ტერორისტების ხელში მოხვედრის ალბათობის ნულამდე დაყვანაა. ეუთო-ს ექსპერტების ვიზიტის ამოცანაა შექმნას შეფასების ანგარიში, რომელიც შეთავაზებული განადგურების და ტრანსპორტირების მეთოდოლოგიებად გამოსაყენებლადაა გამოსადეგი და ასევე უზრუნველყოს რეკომენდაციები სამომავლო მოქმედებებისათვის.
ექსპერტები საარტილერიო ჭურვებისა და გასროლების განადგურებისა და ტრანსპორტირების ინსტრუქციებს გადახედავენ, რომლებიც სსსტც „დელტა“-ს მიერ მომზადდა. საქართველოში ვიზიტით ექსპერტებს საშუალება მიეცემათ გადახედონ დედოფლისწყაროში უტილიზაციის საწარმოს და შეთავაზებული მეთოდოლოგიები დელტას ტექნოლოგებთან ერთად განიხილონ.
პროექტის ძირითადი ამოცანაა საქართველოს სამხედრო ბაზებში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დატოვებული ვადაგასული, ჩამოწერილი და ზენორმატიული საბრძოლო მასალებისაგან გამოწვეული რისკების შემცირება. ასევე ბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და გარემოს დაცვა მოსალოდნელი ხიფათისაგან.
პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობითა და მისი უშუალო ზედამხედველობის ქვეშ ხორციელდება.



ბეჭდვა