აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - ამერიკა საქართველოს სამხედრო სფეროს განვითარებაში დაეხმარება
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - ამერიკა საქართველოს სამხედრო სფეროს განვითარებაში დაეხმარება
11:00 15.06.2012
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისა და სათვალთვალო საშუალებების განვითარებასა და ვერტმფრენთა  პარკის მოდერნიზებაში დაეხმარება. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. იუწყება „ბი-ბი-სი“.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოსთვის დახმარების გაწევის ვარიანტები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, საჰაერო სათვალთვალო სანაპირო ზონაში სადამკვირვებლო საშუალებებით“ - ნათქვამია განცხადებაში.

სახeლმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ამერიკა, ასევე, მზადაა საქართველოს დასახმარებლად საერთო დანიშნულების ვერტმფრენების მოდერნიზაციის კუთხით.

სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება 4-6 ივნისს, სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტს მოყვა, სადაც მან მონაწილეობა მიიღო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის სხდომაში.

ბეჭდვა