ბაჩო ახალაია აშშ თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა
ბაჩო ახალაია აშშ თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა
18:03 23.02.2012
თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია დღეს ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს - სელესტ ვალანდერს და აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა  და სტრატეგიის დირექტორის მოადგილეს, ადმირალ მარკ მონტგომერს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. აშშ-ის მხარემ საქართველოს სამხედრო სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
მინისტრთან შეხვედრამდე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა.
აშშ-ს დელეგაცია საქართველოდან ხვალ გაემგზავრება.

ბეჭდვა