ბაჩო ახალაია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ბაჩო ახალაია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
17:03 04.06.2012
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლებს ჯოზეფ მაკმილანს და ბეტ მაკკორმიკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას დაეთმო.

„განვიხილეთ ის სამომავლო გეგმები , თუ რა მიმართულებით შეუძლია აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობა, რათა კვლავ გავაგრძელოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება“ - განაცხადა ჯოზეფ მაკმილანმა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ხვალ დაგეგმილ სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომასაც, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უმასპინძლებენ.

ბაჩო ახალაიას თქმით, საუბრის ძირითადი თემა იყო ორი მნიშვნელოვანი საკითხი - ხვალინდელი სხდომის თაობაზე წინასწარი მოლაპარაკებები და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარების გეგმებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები.

ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შედგა.

ბეჭდვა