ავღანეთში კიდევ სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ავღანეთში კიდევ სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
12:02 22.02.2012
დღეს ავღანეთში კიდევ სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის წევრები - ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა ჰელმანდის პროვინციაში, თალიბებთან შეტაკებისას საბრძოლო მანქანის აფეთქების დროს დაიღუპნენ.
გარდაცვლილი სამხედრო კაპრალები ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიით იმყოფებოდნენ.
დაღუპულების სამშობლოში გადმოსვენების თარიღთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ბეჭდვა