დღეს ქუთაისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართება
დღეს ქუთაისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართება
09:40 26.05.2012
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი დღეს ქუთაისში 18:00 საათზე დაიწყება.

როგორც „ნიუსპრესს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღლუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა ქვედანაყოფი, სულ 5 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

აღლუმზე სამხედრო ტექნიკას და ავიაციას წარმოადგენენ, მათ შორის იქნება მუხლუხოიანი ტრანსპორტი, ჯავშანმანქანა „დიდგორი“ და სხვა ქართული წარმოების ტექნიკა.

სამხედრო აღლუმი წელს ქუთაისში პირველად ტარდება. გასულ წლებში იგი თბილისში, პარლამენტის წინ იმართებოდა. წელს ქუთაისში პარლამენტის ახალ შენობაში პირველი საზეიმო სხდომაც ჩატარდება. სწორედ სხდომის დასრულების შემდეგ დაიწყება სამხედრო აღლუმი.

ბეჭდვა