26 მაისის აღლუმის გასაშუქებლად თავდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებს აკრედიტაციას სთავაზობს
26 მაისის აღლუმის გასაშუქებლად თავდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებს აკრედიტაციას სთავაზობს
10:58 20.05.2012
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის გასაშუქებლად, თავდაცვის სამინისტრო მედიის წარმომადგენლებს აკრედიტაციას სთავაზობს.
უწყების ინფორმაციით, მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რომელთაც აღნიშნული ღონისძიების გაშუქება სურთ, აკრედიტაცია სამინისტროში, 7-დან 21 მაისის ჩათვლით უნდა გაიარონ.
სააკრედიტაციო ბარათების გაცემა კი - 24-25 მაისს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე იწარმოებს.
აკრედიტაციის გავლა ელექტრონული და ბეჭდვითი პერიოდული გამოცემების, რადიო, ტელე, ვიდეო, ფოტო, კინო და დოკუმენტური პროგრამების ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და რედაქტორებს, ასევე ტექნიკურ პერსონალს შეუძლია.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველმა მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციის მისაღებად აკრედიტაციის ფორმა თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე http://www.mod.gov.ge/?page=4&lang=0 უნდა შეავსოს.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.

ბეჭდვა