დეპუტატებმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის 15 თვემდე გაზრდას მხარი დაუჭირეს
დეპუტატებმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის 15 თვემდე გაზრდას მხარი დაუჭირეს
14:09 17.02.2012
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის 15 თვემდე გაზრდის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 12–დან 15 თვემდე გაიზრდება. კანონპროექტის ავტორი თავდაცვის სამინისტროა, ხოლო ინიციატორი დეპუტატი კახა სუხიშვილი.
კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით მიღების შემდეგ კანონი ძალაში შევა.

ბეჭდვა