სამხედრო ძალთა რაოდენობას პარლამენტს დასამტკიცებლად ეროვნული უშიშროების საბჭო წარუდგენს
სამხედრო ძალთა რაოდენობას პარლამენტს დასამტკიცებლად ეროვნული უშიშროების საბჭო წარუდგენს
12:45 02.05.2012
სამხედრო ძალთა რაოდენობას პარლამენტს დასამტკიცებლად ეროვნული უშიშროების საბჭო წარუდგენს. აღნიშნულს პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტი ითვალისწინებს, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია.

სამხედრო ძალთა რაოდენობის საკითხზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მსჯელობა გაიმართება. კომიტეტის დასკვნის შემდეგ, მას პარლამენტი დაამტკიცებს. რეგლამენტის პროექტის თანახმად, სამხედრო ძალთა რაოდენობის დასამტკიცებლად დეპუტატთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობაა საჭირო.

„თუ პარლამენტი სამხედრო ძალთა რაოდენობას არ დაამტკიცებს, დადგენილებით შესაძლებელია შემთანხმებელი კომისიის შექმნა, რომელმაც 10 დღეში პარლამენტს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს გადაწყვეტილების საბოლოო ვარიანტი“ – ნათქვამია პარლამენტის რეგლამენტის პროექტში.

„საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით მიიღებენ.


ბეჭდვა