დღეს ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები და ამერიკის საელჩო სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრას დაესწრება ასევე ჰელმანდიის პროვინციის გუბერნატორის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ალი აბდულ შანსი. სწორედ ჰელმანდიაში იმყოფებიან ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიით.
როგორც ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი კეპულაძემ ,,ნიუსპრესს" განუცხადა, შეხვედრის თემა ავღანეთის საკითხს, სამშვიდობო ოპერაციებსა და უსაფრთხოების პრობლემებს შეეხება.
