„გორგასლიანში“ გამარჯვება სწრაფი რეაგირების ბატალიონმა „ალგეთმა“ მოიპოვა
„გორგასლიანში“ გამარჯვება სწრაფი რეაგირების ბატალიონმა „ალგეთმა“ მოიპოვა
19:16 30.04.2012
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩატარებულ პირველ გუნდურ თამაშებში ”გორგასლიანი” გამარჯვებული სწრაფი რეაგირების ბატალიონი „ალგეთი“ გახდა.
შეჯიბრში მონაწილეობა შეიარაღებული ძალების 12 გუნდად გადანაწილებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს.
შეჯიბრი სპორტის ოთხ სახეობაში გაიმართა - საბრძოლო მრავალჭიდი, ხრიდოლის სამჭიდი, ესტაფეტა-სირბილი და ჭადრაკი.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ალგეთმა“ ჩამოთვლილი სახეობებიდან ყველაზე მეტი პირველი ადგილი მოიპოვა.
სწრაფი რეაგირების ბატალიონის მეთაურს მთავარი პრიზი ”გორგასლიანი” - გორგასლის მუზარადი, ხმალი და ფარი გადაეცა.
სახეობათა მიხედვით შეჯიბრებაში გამარჯვებულ გუნდებს, ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი თასები გადაეცათ.

ბეჭდვა