შეირაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, დღეს 51 სამხედროს სახელმწიფო ჯილდო, 800-ს კი, უწყებრივი მედალი გადაეცა.
როგორც „ნიუსპრესს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეიარაღებული ძალების დანაყოფებში პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღეები გაიმართა.
ქართველმა სამხედროებმა დღეს საკუთარ ოჯახის წევრებს უმანსპინძლეს და მათი სამუშაო გარემო გააცნეს.
30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა.
პროფესიულ დღესასწაულს ქართველი სამხედრო მოსამსახურეები უკვე 21-ედ აღნიშნავენ.
