პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის შემუშავებაში ვეტერანთა ჩართვის სურვილს დადებითად აფასებს.
ამის შესახებ განცხადება თარგამაძემ პარლამენტის 7 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
სხდომაზე ექსპერტმა გიორგი თავდგირიძემ უშიშროების საბჭოს სამი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული წინადადებები წარუდგინა.
თავდგირიძემ აღნიშნა, რომ ვეტერანები მზად არიან სარეზერვო სამსახურში ნებაყოფლობით ჩაერთონ.
თარგამაძემ აღნიშნა, რომ მისასალმებელია ვეტერანთა სურვილი ჩაერთონ სამშობლოს სამსახურში.
7 კომიტეტის წევრებს დღეს „საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის“ კონცეფციის პროექტი გააცნეს.
