რეზერვის ახალი სისტემა რეზერვისტების მომზადებაზეა მიმართული
რეზერვის ახალი სისტემა რეზერვისტების მომზადებაზეა მიმართული
13:04 27.04.2012
რეზერვის ახალი სისტემა, რეზერვისტების მომზადების, მათი მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებესებაზე, ასევე, ტერიტორიული თავდაცვის  უზრუნველყოფაში მოსახლეობის ჩართულობაზე იქნება მიმართული.

ამის შესახებ „საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციაშია“ ნათქვამი, რომელიც დღეს პარლამენტის 6 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილება.

კონცეფციის თანახმად, საქართველოს თავდაცვის დაგეგმვა,,ტოტალური თავდაცვის” პრინციპს ეფუძნება.

„გარე აგრესიის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიის დასაცავად შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავდაცვის რეზერვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას“ – აღნიშნულია კონფეფციაში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ დოკუმენტის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიღებული გამოცდილების ანალიზი და დასკვნები. ასევე, თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა ნატო-ს და სხვა პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება.

აღნიშნულ კონცეფციაზე დაყრდნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით შეიმუშავებს თავდაცვის რეზერვის განვითარების სტრატეგიას და დოქტრინას.

6 კომიტეტის სხდომაზე კონცეფციას დეპუტატებს უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი გააცნობს. ამის შემდეგ კი, მას პრეზიდენტი დაამტკიცებს.


ბეჭდვა