დეპუტატები "საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციას“ განიხილავენ. დღეს პარლამენტის 6 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები თავდაცვის
რეზერვის სისტემაზე იმსჯელებენ.
კონცეფცია ახალია და მისი დეტალები კომიტეტების სხდომაზე გახდება ცნობილი.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა 17:00 საათზე გაიმართება.
