ავღანეთში ქართველი სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერჟანტი ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს, მოწინააღმდეგის მიერ
დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
სამინისტროს ცნობით, 1976 წელს დაბადებული ხუჯაძე 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მსახურობდა.
ხუჯაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან მუშაობდა. ის ერაყის სამშვიდობო მისიაშიც მონაწილეობდა. 2011 წელს ხუჯაძეს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მედალი აქვს მიღებული.
