ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ და გერმანიის თავდაცვის ფედერალური მინისტრის მოადგილემ თომას კოსენდეიმ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებაა.
თბილისში გერმანიის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, თომას კოსენდეიმ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე თემაზე - „გერმანიის ბუნდესვერის რეფორმა - პასუხი უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებზე“ მოხსენება წაიკითხა
ვიზიტის ფარგლებში კოსენდეი უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნინო კალანდაძეს შეხვდა.
