ნატოს საინფორმაციო ცენტრის ოფისში გამართულ შეხვედრაზე, ცენტრის თანამშრომლებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გასული წლის ანგარიში წარუდგინეს და 2012 წლის სამოქმედო გეგმა გააცნეს.
გეგმა ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკთხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარიამ წარადგინა. მისი განცხადებით, ეს ის ღონისძიებებია რომელიც ინტენსიურად იგეგმება და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ნატოსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესების, ასევე ჩიკაგოს სამიტის შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე ფინანსური რესურსების საკითხს სამომავლო ღონისძიებების განსახორციელებლად.
