ამასთან დაკავშირებით ცვლილება "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" კანონში შედის.
კანონპროექტის მიხედვით დგინდება, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევად გამოძახება შესაძლებელი იქნება განახორციელოს თავდაცვის სამინისტრომაც ტექნიკური და კომუნიკაციის სხვა საშულებებით.
ასეთი გამოძახების შემთხვევბი და შეტყობინების წესი, პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღება, რომელიც კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ გამოიცემა.
ამასთან, ზოგადად, პირის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევისას შესაბამისად პუნქტამდე მიყვანას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უზრუნველყოფს, კანონპროექტით კი, პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში რეზერვისტების მგზავრობას, თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ძალებით ან ფინანასებით უზრუნველყოფს.
კანონპროექტის ავტორი თავდაცვის სამინისტროა, ინიციატორი კი დეპუტატი კახა სუხიშვილი.
