სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება. ცვლილება “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში შედის.
კანონის აქამდე მოქმედი რედაქციით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 12 თვე იყო.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად დღეს დადგენილი 12 თვე საკმარისი არ არის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირების შესაბამისად მომზადებისთვის.
კანონპროექტის ავტორი თავდაცვის სამინისტროა. მასზე მსჯელობას დეპუტატები უახლოეს სხდომაზე დაიწყებენ.
