ბრიუსელში დღეს ნატო-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ISAF-ის ოპერაციაში ჩართული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
მასში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.
შეხვედრაზე ძირითადად ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის საკითხს განიხილავენ, ასევე, იმსჯელებენ თავდაცვის სისტემების რეფორმირებასა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე.
