ლეონ პანეტამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა
ლეონ პანეტამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა
14:30 12.04.2012
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ, აშშ-ში ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში, ავღანეთში დაჭრილი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა.
ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ქართველი სამხედრო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც ინახულა.
ავღანეთში 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიას 2011 წლის ნოემბერიდან ასრულებენ.
ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობენ.

ბეჭდვა