სააკაშვილი - საქართველოში სამხედრო იარაღის წარმოება აქტიურად უნდა დაიწყოს
სააკაშვილი - საქართველოში სამხედრო იარაღის წარმოება აქტიურად უნდა დაიწყოს
18:29 11.04.2012
საქართველოში სამხედრო იარაღის წარმოება აქტიურად უნდა დაიწყოს - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს საწარმო „დელტაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ყუმბარმტყორცნების, ნაღმმტყორცნებისა და ანტისარაკეტო სისტემების წარმოება დაიწყება, რაც ქვეყანას 2-ჯერ ნაკლები თანხა დაუჯდება.
მისივე განცხადებით, დღეისთვის „დელტაში“ 2 500 მოქალაქეა დასაქმებული, უახლოეს პერიოდში კი, მათი რაოდენობის გასამმაგება იგეგმება.
სააკაშვილის განცხადებით, ასეთ საწარმოებში კონკრეტული საინჟინრო მიზნებისთვის სპეციალისტების მოზიდვა მთელი მსოფლიოდან უნდა მოხდეს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, საქართველოს იარაღის მოწოდებაზე პრობლემები შეექმნა.
„ამის მიზეზი იყო ის, რომ მათ რუსეთის მხრიდან განცხადებების საფუძველზე იფიქრეს, რომ საქართველო ვეღარ იარსებებდა. ცივი წყალი დალიონ! საქართველო გადარჩა და ვითარდება“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ბეჭდვა