აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს რკინიგზის საშუალებით, ფოთიდან კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში 28 ერთეულ ქვეითთა ჯავშანმანაქანას (MRAP) გადაიტანს.
როგორც "ნიუსპრესს" საქართველოში ამერიკის საელჩოდან აცნობეს, აღნიშნული ჯავშანმანქანები, ჯავშანსაწინააღმდეგო ნაღმებისგან ქვეითთა დასაცავადაა შექმნილი.
მანქანები იმ ქართველი ჯარისკაცების მოსამზადებლადაა განკუთვნილი, რომელთაც ამერიკელი სამხედროები ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციისთვის წვრთნიან.
