სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-პოლკოვნიკი იური ხაჩატუროვი დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისს" ეწვევა.
სომხეთის დელეგაცია, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, სამხედრო განათლების საკითხები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გორში გაემგზავრა და ეროვნული თავდაცვის აკადემია დაათვალიერა.
გენერალ-პოლკოვნიკმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
