საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო
საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო
17:03 11.02.2012
სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე სულ 4400-მდე წვევამდელს გაიწვევენ, რითაც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები მთლიანად დაკმაყოფილდება.
წვევამდელთა ჩარიცხვა 15 თებერვლიდან იწყება. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18-დან 27-წლამდე ასაკის ის მოქალაქეები ექვემდებარებიან, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებიან და გადავადების ან გათავისუფლების უფლება არ აქვთ.
გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს. საგაზაფხულო გაწვევა წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის შენობიდან ხორციელდება, სადაც მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ და დოკუმენტაციის სრულად მოსაგვარებლად, რამდენიმე ადგილას მისვლა აღარ სჭირდებათ.

ბეჭდვა