ბაჩო ახალაია ევროკავშირის წამომადგენლებს შეხვდა
ბაჩო ახალაია ევროკავშირის წამომადგენლებს შეხვდა
18:06 27.03.2012
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს მაჩეი პოპოვსკის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებს დღეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მონიტორინგის მისია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული მხარის პრინციპულ პოზიციას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე სამშვიდობო პოლიტიკას ატარებს, ცდილობს მაქსიმალურად ღიად წარმართოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები. ამის დასტური კი, მისი თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობაა.

ახალაიამ, ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დამკვირვებლების მიერ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ობიექტურად ინფორმირებისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

ბეჭდვა