აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი დენის ჰეილიკი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ნოდარ ხარშილაძეს და გაერთიანეული შტაბის უფროსს გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძეს შეხვდა.
გენერალ-ლეიტენანტი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა IშAF–ის ოპერაციაში ქართული ქვედანაყოფების მონაწილეობის, მათი მზადყოფნის, მიღწევებისა და ამერიკის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს.
დღესვე, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი ეროვნულ სასწავლო ცენტრში "კრწანისი" 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს და ქართველ ინსტრუქტორებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. მან IშAF -ის მისისს მნიშვნელობაზე და ქართველი სამხედროების მიერ მისიაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა.
გენერალ-ლეიტენანტი დენის ჰეილიკი საქართველოდან 24 მარტს გაემგზავრება.
23-ე ბატალიონი ავღანეთში ნატო–ს ეგიდით წარმოებულ IშAF -ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად მომზადებას გადის. ქართველი სამხედროები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში შეასულებენ მისიას და იქ მყოფ 31-ე ბატალიონს ჩაანაცვლებენ.
