ვაზიანში სწავლებაზე "Agile Spirit 2012" ღია კარის დღე გაიმართა
ვაზიანში სწავლებაზე "Agile Spirit 2012" ღია კარის დღე გაიმართა
16:45 20.03.2012
ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე მიმდინარე ქართულ-ამერიკულ წვრთნებში ""Agile Spirit 2012" დღეს ღია კარის დღე გაიმართა.
სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურის მოადგილე ბრიგადის გენერალი ჩარლზ ჩიაროტი და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამხედრო წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებთან ერთად შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი მონაწილეობს.
სწავლების მიზანია ერთობლივი სამშვიდობო ოპერაციების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და აშშ-საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.
ყოველწლიური სამხედრო წვრთნა "Agile Spirit" აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია. ამ პროგრამით საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის ემზადებიან.
"Aგილე შპირიტ 2012 "-ს ორი დღის წინ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია სტუმრობდნენ.
ერთობლივი სწავლება 24 მარტს დასრულდება.

ბეჭდვა