მიხეილ სააკაშვილი - ჯარს საბრძოლო ვითარებაში ყოფნის გამოცდილება უნდა ჰქოდეს
მიხეილ სააკაშვილი - ჯარს საბრძოლო ვითარებაში ყოფნის გამოცდილება უნდა ჰქოდეს
16:42 18.03.2012
ჯარს საბრძოლო ვითარებაში ყოფნის გამოცდილება უნდა ჰქოდეს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლება "Agile Spirit"-ის ფარგლებში 400 კარისკაცი გაიწვრთნა.

"ჯარის ეს გამოცდილება ეხლა კი არ გამოგვადგება, არამედ იგი ათწლეულების განმავლობაში  დარჩება, ამიტომ ყოველ ასეთ წვრთნას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს" - განაცხდა სააკაშვილმა.

მისი თქმით, უკვე ბევრმა ჯარისკაცმა გაიარა ავღანეთის სკოლა.

"თუ ჯარს არ აქვს საბრძოლო გამოცდილება ისეთ რეგიონში როგორშიც ჩვენ ვართ, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის, იმ ჯარის ფასი კაპიკია" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც იგი აცხადებს, შეიარაღებული ძალების გაზრდასა და თავდაცვითი ინფრასტრუქტურის განახლების საკითხში ბოლო წლებში სერიოზული პროგრესი ფიქსირდება.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლება "Agile Spirit"-ს დღეს დაესწრო.

სამხედრო წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებთან ერთად შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი მონაწილეობს.

ბეჭდვა