საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლება "Agile Spirit"-ს დაესწრო.
სამხედრო წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებთან ერთად შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი იღებს მონაწილეობას.
ყოველწლიური სამხედრო წვრთნა "Agile Spirit" აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. ამ პროგრამით საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ემზადებიან. წვრთნები 10 მარტს დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სამხედრო სწავლებას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ატაშე და ამერიკელი ინსტრუქტორები დაესწრნენ.
