საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში რენო სალენსი მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
საუბარი ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და სამხედრო განათლების სფეროს განვითარების პერსპექტივებსაც შეეხო.
მინისტრმა საფრანგეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.
