ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში საქმე მოუგო
ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში საქმე მოუგო
12:29 07.03.2012
ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ საქმე მოიგო.  

სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, კონტრაქტის დარღვევისთვის, თავდაცვის სამინისტრო 45 600 ლარს ედავებოდა.

მათივე ინფრომაციით, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე 2008 წლის აგვისტოში, საბრძოლო მოქმედებების დროს დაიჭრა და სამსახური ვეღარ განაგრძო. თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ნაწილში გამოუცხადებლობის გამო, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, თუმცა, სამედიცინო შემოწმების შემდეგ დევნა შეწყდა.

ამის შემდეგ კი - სამინისტრომ სამხედრო მოხელის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იურიდიული დახმარების ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატმა საქმის მასალები შეისწავლა და გამამართლებელი დოკუმენტები წარადგინა.

საბოლოოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოპასუხე მხარის პოზიცია გაიზიარა, უარი თქვა თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ყოფილი სამხედრო მოსამსახურე 45 600 ათასი ლარის გადახდისგან გაათავისუფლა.

ბეჭდვა