სამხედრო მოსამსახურეები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ
სამხედრო მოსამსახურეები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ
16:14 01.10.2012
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ ჯარისკაცებს საშუალება აქვთ მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ და ისინი საკუთარ არჩევანს დისლოკაციის ადგილის მიხედვით მოწყობილ საარჩევნო უბნებში აფიქსირებენ.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო ბაზებზე ხმის მიცემის პროცესი უსაფრთხო და მშვიდ გარემოში დადგენილი ნორმებით მიმდინარეობს, ხოლო ყველა ქართულ ბაზაზე საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა.

ამასთან, მისივე ცნობით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სამხედრო ბაზებზე მოწყობილ საარჩევნო უბნებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აკვირდებიან.

ბეჭდვა