აშშ-ს სამხედრო ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს თავდაცვის სისტემის საბრძოლო-საინჟინრო სფეროში ვითარების შეფასება დაასრულა
აშშ-ს სამხედრო ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს თავდაცვის სისტემის საბრძოლო-საინჟინრო სფეროში ვითარების შეფასება დაასრულა
14:27 30.09.2012
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ექსპერტთა სპეციალურმა ჯგუფმა საქართველოს თავდაცვის სისტემის საბრძოლო-საინჟინრო სფეროში სიტუაციის შეფასება დაასრულა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, სამხედრო ექსპერტები საქართველოში აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული 6 პუნქტიანი გეგმის იმპლემენტაციის მიზნით იმყოფებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელი ექსპერტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას შეხვდნენ და საქართველოს თავდაცვითი სარძოლო-საინჟინრო შესაძლებლობები შეისწავლეს. არსებული სიტუაციის ანალიზის შემდეგ, ამერიკელი ექსპერტები საქართველოს საბრძოლო-საინჟინრო შესაძლებლობების გაძლიერების დოქტრინას შეიმუშავებენ.

დოქტრინის შემუშავებამდე კი, ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ვიზიტის დროს საბრძოლო-საინჟინრო სპეციალისტების მომზადების სკოლის შექმნა გადაწყდა. ასევე, მომზადდება საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები, რაც თავდაცვითი შესაძლებლობების არსებითი კომპონენტის, კონტრ-მობილურობის შესაძლებლობების განვითარებას კონტრ-მობილურობის ტაქტიკისა და ტექნიკის შესწავლას მოიცავს, როგორიც ჯავშანსატანკო დაბრკოლებების შექმნა და გაუვნებელყოფაა.

სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი კომპონენტი საქართველოს თავდაცვითი საბრძოლო-საინჟინრო შესაძლებლობების განვითარებაა.

საქართველოს თავდაცვითი საბრძოლო-საინჟინრო პოტენციალის გაძლიერება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტის - „ტოტალური თავდაცვის“ შემადგენელი ნაწილია.

ბეჭდვა